Sunday, April 6, 2014

...

პროექტის სახელწოდება:     დედამიწის   მკვლევარები
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ  ინფორმაციას და გაეცნობიან გამოჩენილ მოგზაურებს.    
მიზანი:                                 მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას დიდი მოგზაურების ექსპედიციების და მათი მნიშვნელობის  
                                                         შესახებ. გაეცნობიან ინფორმაციას თანამედროვე გამოჩენილი მოგზაურებსა და მოგზაურებების
                                                          შესახებ.  ი.ს.ტ-ი ს და სხვა ინფორმაციული წყაროების გამოყენებით გამოიმუშავებენ მონაცემთა
                                                          აღრიცხვისა და ანალიზის უნარს.
მოსალოდნელი შედეგი:  დამატებით ლიტერატურაზე მუშაობა,  კომპიუტერული ძიების, ფოტო და ვიდეო
                                                         მასალის მოძიება, ისწავლიან  პრეზენტაციას, დისკუსიას, ჯგუფურ მუშაობას,
                                                         ურთიერთთანამშრომლობას.
პროექტისთვის საჭირო
ძირითადი რესურსი:          სახელმძღვანელო, წიგნები,ინტერნეტი,
პროექტის მსვლელობა:    კლასი დაიყოფა ჯგუფებად. ავირჩევთ ლიდერებს  გავუნაწილებთ       
                                                          დავალებებს.გაეცნობიან გეოგრაფიული აღმოჩენების მნიშვნელოვან  პერიოდებს,
                                                          მოიძიებენ მასალას გამოჩენილი მკვლევარების შესახებ, რომელთაც უდიდესი დამსახურება
                                                          მიუძღვნით მსოფლიოს უცნობი ტერიტორიების, ქვეყნებისა და ხალხის, ბუნებრივი მოვლენებისა
                                                         და პროცესების შესწავლის საქმეში, დაადგენენ გეოგრაფიული აღმოჩენების მიზეზებს,             
                                                         ხელისშემწყობ ფაქტორებს და შედეგებს.       
 I  ჯგუფი-      მოიძიებენ ინფორმაციას  დიდი გეოგრაფიული  აღმომჩენების შესახებ: ქრისტეფორე      
                               კოლუმბი,ამერიგო ვესპუჩი,ვასკო და გამა. რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს
                              გეოგრაფიული იდეების განვითარებაში.       
II ჯგუფი-     ბაბილონელების, ასირიელების, ფინიკიელების მოგზაურობის შესახებ ცნობების მოძიება.
                             განიხილავენ იმ დაავადებებს, რომლებიც ზღვაზე ხანგრძლივ მოგზაურობებს თან სდევდა.
                             მაგალითად: სურავანდი, ქათმის სიბრმავე.  
                               
III ჯგუფი-    შუა საუკუნეების  მკვლევარების შესახებ ინფორმაციის მოძიება: მამაცი სკანდინავიელი     
                             ზღვაოსნები  ,ვიკინგები, იტალიელი ვაჭრები. 
IV ჯგუფი-   გამოჩენილი  ქართველი მოგზაურები:  ჩახრუხაძე, ულუ დავითი, ეფრემი, ვახუშტი ბაგრატიონი,
                            ალექსანდრე ჯავახიშვილი. ქართველი მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:  მოღიებული მასალის პრეზენტაცია, მოგზაურობის მარშრუტის
                                                                                             ამსახველი კონკრეტული რუკების, ნახატების, სურათების გამოფენა.             
საგნებთან,  ე ს გ  კავშირი:-       გეოგრაფია, ისტორია, ინფორმატიკა.

პროექტის  ხელმძღვანელი:     ლალი ხუციშვილი
ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:  laliketi@gmail.com

No comments:

Post a Comment